ჩინეთი ტრამპს უპირისპირდება

ტრამპის ეკონომიკურ ომს ასეთივე ომით უპასუხებს

611358
ჩინეთი ტრამპს უპირისპირდება

როგორც განაცხადეს ჩინეთის წარმომადგენლებმა, თუ აშშ-ს ახალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მათ “ეკონომიკურ ომს“ გამოუცხადებთ, მაშინ, ისინიც ზოგიერთი ამერიკული საქონლის გაყიდვაზე აკრძალვას დააწესებენ და ამ საქონელს შორის პირველი ადგილი ამერიკულ ავტომობილებს და    iPhone-ს მობილურებს უკავიათ.

ჩინეთი ტრამპს მიზანში ამოღებული ჰქონდა წინა საარჩევნო კამპანიის დროს და მის ფარგლებში ამბობდა, რომ ჩინურ საქონელზე საბაჟო გადასახადებს 45%-ით გაზრდიდა.

აგვისტოს თვეში გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთმა ექსპორტის გაზრდის მიზნით სავალუტო მანიპულაცია მოაწყო, ჩინური ეროვნული ვალუტის, იუანის ფასი ხელოვნურად დასწია, რითაც მსოფლიო ისტორიაში ყველაზე დიდი ქურდობა ჩაიდინა



მსგავსი ინფორმაციები