ინფლაციის მაჩვენებლები
სამომხმარებლო ინდექსი, ოქტომბერში გაიზარდა 1,44 %-ი, შიდა მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 0,84 %
სამომხმარებლო ინდექსი, ოქტომბერში გაიზარდა 1,44 %-ი, შიდა მწარმოებელთა ფასების ინდექსი კი 0,84 %.
თურქეთის სტატისტიკურმა ორგანიზაციამ (TÜİK) გაავრცელა ოქტომბრის ინფლაციის მაჩვენებლები, რომლის მიხედვითაც, წლიური ინფლაცია სამომხმარებლო ფასებში გახდა 7,16, შიდა მწარმოებელთა ფასებში 2,84 %.
TÜİK მონაცემებით, თუ გათვალისწინებულ იქნება ოქტომბრის თვიდან 12 თვის საშუალო მაჩვენებელი, სამომხმარებლო ფასებში ზრდა მოხდა 7,89, შიდა მწარმოებელთა ფასებში 3,83 %-ი.
სამომხმარებლო ფასების ინდექსი (TÜFE), ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, გაიზარდა 1,44 %-ი, ხოლო წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 7,16 %-ი.
შიდა სამომხმარებლო ფასების ინდექსი (Yİ-ÜFE), წინა თვესთან შედარებით გაიზარდა 0,84, წინა წლის იმავე თვესთან შედარებით კი, 2,84 %-ი.
ამავდროულად, 2017 წლისთვის ახალი გადაფასების მაჩვენებლად გამოცხადდა 3,83 %-ი.
იმ შემთხვევაში, თუ მინისტრთა საბჭო არ გამოიყენებს შეცვლის უფლებას, ახალი საგადასახადო წლის საფასურის და ჯარიმის გაზრდაც მოსალოდნელია ამავე კურსით.
მსგავსი ინფორმაციები
2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
2024 წელს სხვადასხვა ბუნებრივმა კატასტროფებმა მთელ მსოფლიოში 11 000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა