ეგვიპტეში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

კრიზისის თავიდან ასაცილებლად კაირო მკაცრ ზომებს იღებს

602768
ეგვიპტეში ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება

ეგვიპტეში ბოლო სამი წლის განმავლობაში სამი მთავრობის შეცვლამ და მათმა არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, ქვეყანა ეკონომიკური კრიზისის პირისპირ დააყენა.

ეკონომიკურ პრობლემებს შორის კი წინა პლანზე წამოიწია სუეცის არხიდან შემოსული მოგების შემცირება და გასული წლის 31 ოქტომბერს სინას ნახევარკუნძულზე რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდების შედეგად და მის კვალდაკვალ უცხოელ  ტურისტთა რაოდენობის 70%-მდე შემცირება.

ამ პრობლემებს დოლარის რეზერვების შემცირება და ეროვნული ვალუტის დევალვაციაც მოჰყვა, რამაც თავის მხრივ ფასების 100%-ით გაძვირებას შეუწყო ხელი.

ამჟამად კი ყველაზე დიდი დეფიციტი ქვეყანაში შაქარზეა და საუბნო მარკეტებში მისი პოვნა შეუძლებელია, ხოლო დიდ ქალაქებში, კაიროში, გიზასა და ალექსანდრიაში ერთ პირზე მხოლოდ 5 კგ-ს იძლევიან, თანაც ორმაგ ფასში.

მოსახლეობა უახლოეს ხანებში ასეთივე დეფიციტს ელის ბრინჯის პროდუქციაზე.

ყოველდღიური მოთხოვნილების კვების პროდუქტებზე დაწყებული ასეთი დეფიციტების აღმოფხვრის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 8 მილიონი ცალი კვების პროდუქტებით სავსე ყუთები დაამზადა და მას ე.წ. “მოძრავი მაღაზიების“ საშუალებით მთლიანი ღირებულების ნახევარ ფასში დაბალშემოსავლიან მოსახლეობას მიჰყიდის   



მსგავსი ინფორმაციები