თურქული ბანკი Finansbank-ი კატარელებს მიეყიდა

მისი ახალი სახელწოდება "QNB Finansbank"-ი იქნება

594398
თურქული ბანკი Finansbank-ი კატარელებს მიეყიდა

თურქული ბანკი Finansbank-ი უკვე მსოფლიოსა და კატარის უდიდესი ბანკის, Qatar National Bank-ის (QNB) საკუთრება გახდა.

ფინანსბანკის გაყიდვა მიმდინარე წლის ივნისში მოხდა და მისი კატარელებისათვის ფაქტიური გადაცემა ახლა დასრულდა რა, ამიტომ მისი სახელისა და ლოგოს შეცვლა მოხდა, მოკლედ, ამიერიდან ხსენებული თურქული ბანკის ოფიციალური სახელწოდება იქნება "QNB Finansbank"-ი.

ეს კერძო ბანკი 1987 წელს თურქმა საქმოსანმა ჰუსნუ ოზიეგინმა დააფუძნა და 2006 წელს იგი მიეყიდა საბერძნეთის სახელმწიფო ბანკ National Bank of Greece-ს (NBG).

მიმდინარე წელს ფინანსბანკის სუფთა მოგებამ 550 მილიონი თურქული ლირა შეადგინა, მას 700-მდე ფილიალი გააჩნია და 13 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს.

ბერძნულმა NBG-მა ხსენებული ბანკი კატარელებს 2,7 მილიარდ ევროდ მიჰყიდა და ამიერიდან იგი სამი კონტინენტის 30 ქვეყანას მოემსახურება რა, ფილიალების რაოდენობა 1200-მდე, ხოლო თანამშრომლების რაოდენობა კი 27 ათასამდე გაიზრდება



მსგავსი ინფორმაციები