Fitch Ratings-მა სექტემბრის თვის გლობალური ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა

ანგარიშში თურქეთის 3 წლიანი განვითარება დადებითად არის შეფასებული

582733
Fitch Ratings-მა სექტემბრის თვის გლობალური ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა სექტემბრის თვის გლობალური ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა და მასში თურქეთის შესახებ წერია, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ეკონომიკა საკმარისად განვითარდება, ხოლო ინფლაცია კი კიდევ უფრო დაეცემა.

ამავე ანგარიშით მიმდინარე წელს თურქეთის მთლიანი შიდა პროდუქცია 3%-ით, მომავალ წელს 3,2%-ით, 2018 წელს კი 3,5%-ით გაიზრდება.

ამ სააგენტოს ვარაუდითვე წელს თურქეთში ინფლაცია 7,9%-ზე, მომავალ წელს 7,7%-ზე და 2018 წელს კი 7,5%-ზე დაეცემა.

ასე რომ, ამ საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს მონაცემებით თურქეთის მომავალი 3 წლის ეკონომიკური მაჩვენებელი დადებითად ფასდება



მსგავსი ინფორმაციები