ზეიბექჩის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

“ანკარამ ინვესტიციის სფეროში მსოფლიოს ყველაზე ამბიციური წახალისების სისტემა დანერგა“

575843
ზეიბექჩის ვიზიტი აშშ-ში დასრულდა

აშშ-ში ვიზიტის ბოლო დღეს თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰატ ზეიბექჩიმ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობა TRT-ს და თქვა, რომ ანკარამ ინვესტიციის სფეროში მსოფლიოს ყველაზე ამბიციური წახალისების სისტემა დანერგა და იგი მალე გამოიღებს დადებით ნაყოფს.

მისივე თქმით ეს ვიზიტი მეტად სასარგებლო და ნაყოფიერი გამოდგა როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ასევე 15 ივლისის ამბოხების ამერიკელებისათვის ახსნის საკითხშიც.

“ჩვენ ინვესტიციის თურქეთში დამბანდებელ ფირმებს გადასახადებს შევუმცირებთ და ყველანაირ სხვა დახმარებებსაც აღმოვუჩენთ, მათ შორის ფირმების დაზღვევის საკითხშიც“, განაცხადა ზეიბექჩიმ და დაამატა, რომ საჭიროების შემთხვევაში ენერგეტიკის სფეროში ფასების ფიქსაციაზეც წავლენ  



მსგავსი ინფორმაციები