საბერძნეთმა ქვეყნის უდიდესი პორტის 67% გაასხვისა

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის პირეს აქციების დიდი ნაწილის ჩინურ კომპანია Cosco Group Limited-ზე გასხვისებით პრივატიზაციის შეთანხმება დაამტკიცა

522087
საბერძნეთმა ქვეყნის უდიდესი პორტის 67% გაასხვისა

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყნის ყველაზე დიდი პორტის პირეს აქციების დიდი ნაწილის ჩინურ კომპანია Cosco Group Limited-ზე გასხვისებით პრივატიზაციის შეთანხმება დაამტკიცა.

შეთანხმებას, რომელმაც განსაკუთრებით პორტის მუშათა მწვავე რეაქცია გამოიწვია და რომლის გამოც რამდენმე კვირა გაფიცვები და დემონსტრაციები ეწყობოდა, 300 მანდატიან საბერძნეთის პარლამენტში მხარი 223-მა დეპუტატმა დაუჭირა.

კენჭისყრაზე მთავრობის პარტნიორებმა „სირიზამ“ და „დამოუკიდებელ ბერძენთა პარტიამ“ ასევე ოპოზიციიდან „ახალმა დემოკრატიამ“, „პასოკმა“, ნეჰირმა და ცენტრალურმა კავშირმა შეთანხმებას მხარი დაუჭირეს. კომუნისტურმა პარტიამ და ოქროს განთიადმა კი უარყოფითი ხმები გამოიყენეს.

შეთანხმების მიხედვით, კომპანია კოსკო პორტის აქციების 67%-ისათვის 368,5 მილიონ ევროს გადაიხდის.     



მსგავსი ინფორმაციები