Moody's-იმ ინგლისს ქულები შეუცვალა

მისი მდგომარეობა "სტაბილური"-დან "ნეგატიურ"-ში დაიყვანა

517999
Moody's-იმ ინგლისს ქულები შეუცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ, დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილების შემდეგ მისი საერთო ეკონომიკური მდგომარეობა "სტაბილური"-დან "ნეგატიურ"-ში დაიყვანა, ხოლო ევროკავშირის მდგომარეობა კი კვლავ "პოზიტიური" დატოვა.

Moody's-დან გავრცელებული განცხადებით, ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება ამ ქვეყნის ეკონომიკას გრძელ ვადაში გაურკვევლობას, უნდობლობას, შემცირებულ ხარჯვას და ინვესტიციების შემცირებას მოუტანს.

ამავე განცხადებით ინგლისის ევროკავშირიდან გასვლის გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის სხვა წევრი ქვეყნების მიმართ არსებულ პასუხისმგებლობაზე თუ მხარდაჭერაზე რაიმე უარყოფით ზეგავლენას არ მოახდენს.

ამ დროს სხვა საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოებმა,       Standard & Poor's-მა და Fitch Ratings-მაც განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში ისინიც გადახედავენ და ახალ შეფასებას მისცემენ ინგლისის ეკონომიკურ მდგომარეობას



მსგავსი ინფორმაციები