ანკარა და თეირანი ახლოვდებიან

ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ეროვნული ვალუტებით მოხდება

468255
ანკარა და თეირანი ახლოვდებიან

გუშინ ანატოლიის ცენტრალურ ქალაქ კონიაში თურქეთ-ირანის შერეული ეკონომიკური კომისიის 25-ე შეკრება გაიმართა, რომელზედაც თურქულ დელეგაციას ეკონომიკური აღორძინების მინისტრი ჯევდეთ ილმაზი, ხოლო ირანულ დელეგაციას კი სატელეკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრი მაჰმოდ ვაიზი ხელმძღვანელობდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ილმაზმა თქვა, რომ მიღწეული შეთანხმებით ორი ქვეყნის საზღვარზე ერთობლივ სავაჭრო ცენტრს გახსნიან, რაც რამდენჯერმე გაზრდის შეღავათიანი პროდუქციით ვაჭრობას, თანაც ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ადრინდელივით კვლავ ეროვნული ვალუტებით გაგრძელდება, ხოლო ამის პარალელურად აქტიურ ურთიერთთანამშრომლობას დაიწყებენ სტამბოლისა და თეირანის სააქციო და საფონდო ბირჟები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლებმა სტუმრებს ქალაქ კონიის სამრეწველო ზონა და ისტორიული ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინეს



მსგავსი ინფორმაციები