დიარბაქირის აეროპორტი საერთაშორისო ხდება

აქედან ფრენები განხორციელდება ორ ქვეყანაში

463363
დიარბაქირის აეროპორტი საერთაშორისო ხდება

როგორც განაცხადა დიარბაქირში მყოფმა პრემიერმა აჰმეტ დავუთოღლუმ, უახლოეს დღეებში ამ ქალაქის აეროპორტი საერთაშორისო მნიშვნელობის გახდება, რადგან, დიარბაქირის აეროპორტიდან ფრენები დაიწყება უცხოეთის ორ ქვეყანაში, ჩრდილოეთ კვიპროსში და ერაყში.

“ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ 10 აპრილიდან დიარბაქირიდან პირველი უცხოური ფრენა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ქალაქ ლეფკოშაში განხორციელდება, ხოლო 1 მაისიდან კი ასეთივე რეისი გაიხსნება ერაყის ქალაქ ერბილში რა, ეს რეისები კიდევ ერთი სიმბოლური გამოხატულება იქნება თურქების და ქურთების ძმობა-მეგობრობისა“, განაცხადა დავუთოღლუმ



მსგავსი ინფორმაციები