ულუდაღის ეკონომიკური სამიტი

საბერძნეთის ეკონომიკის და ფინანსის ყოფილი მინისტრი იანნოს პაპანტონიო, მოხსენებით გამოვიდა ულუდაღის „ახალი მსოფლიო წესრიგის და მომავლის“ სახელწოდების ეკონომიკურ სამიტზე

459266
ულუდაღის ეკონომიკური სამიტი

საბერძნეთის ეკონომიკის და ფინანსის ყოფილი მინისტრი იანნოს პაპანტონიო, მოხსენებით გამოვიდა ულუდაღის „ახალი მსოფლიო წესრიგის და მომავლის“ სახელწოდების ეკონომიკურ სამიტზე.

აღნიშნა, რომ თურქეთის ევროკავშირში სრული გაწევრიანებისთვის საბერძნეთის სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, თვითონ მხარს უჭერს თურქეთის ალიანსში გაწევრიანებას.

თურქეთმა უნდა გააგრძელოს რეფორმები. ლიბერალური რეფორმების გაგრძელება, კონკურენციის, ეკონომიკისთვის მხარდაჭერა, გლობალური მნიშვნელობით, უფრო ძლიერ მოთამაშედ გადააქცევს მას. თურქეთს, არა აქვს არაფრის შიში, გააჩნია ახალგაზრდა და დინამიური მოსახლეობა, მეტად ნიჭიერი მეწარმეები.

გეოპოლიტიკურად, გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მიღწევისთვის გააჩნია ყველა ინგრედიენტი.

იანნოს პაპანტონიოს განცხადებით კი, თურქეთი მზარდი, წარმატებული ეკონომიკით, არის სუპერ ძალა.

შვედეთის ექს პრემიერის ფრედერიკ რეინფელდის მოხსენებაში, გამოიკვეთა გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირში დარჩენის მნიშვნელობა როგორც ევროკავშირისთვის, ისე ინგლისისთვის.

აღინიშნა, რომ გაერთიანებული სამეფოს ევროკავშირიდან გასვლა, ასევე, სავარაუდოდ, გამოიწვევს შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოდან გამოყოფას.



მსგავსი ინფორმაციები