TCMB-ის მოგებამ გამოავლინა რეკორდული მაჩვენებელი
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის 84-ე ფისკალური ბალანსი, რომელსაც ვადა ამოეწურა 2015 წლის 31 დეკემბერს
458390

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა (TCMB), 2015 წელში, მიაღწია ყველა დროის უმაღლეს მოგებას, 13.9 მილიარდ ლირას.
თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის 84-ე ფისკალური ბალანსი, რომელსაც ვადა ამოეწურა 2015 წლის 31 დეკემბერს, გამოქვეყნდა ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში.
ბალანსის მიხედვით, თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის 2015 წლის მოგება, 2014 წელთან შედარებით გაიზარდა 60,4 %-ით და მიაღწია 13 მილიარდ 857 მილიონ, 321 ათას 192 ლირას. გამოავლინა რეკორდული მაჩვენებელი.
2014 წელში იგი აღწევდა 8 მილიარდ 641 მილიონ, 643 ათას 826 ლირას.
სრული მოგების მიახლოებითი მაჩვენებელი, სამართლებრივი დებულების განსაზღვრის შემდეგ, აპრილის თვეში გადაეგზავნება ძირითად აქციონერს, სახაზინო სამმართველოს.