თურქეთის ეკონომიკის ზრდა

რეგიონში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, 2015 წელში, თურქეთის ეკონომიკამ შესძლო 4 %-იანი ზრდა

455785
თურქეთის ეკონომიკის ზრდა

იაპონური ბანკის „ Nomura International“-ის, ახლო აღმოსავლეთის, ცენტრალური ევროპის და აფრიკის საქმეებში პასუხისმგებელი ტიმოთე ასჰის განცხადებით, რეგიონში მიმდინარე უარყოფითი მოვლენების მიუხედავად, 2015 წელში, თურქეთის ეკონომიკამ შესძლო 4 %-იანი ზრდა.

ასჰიმ, სტამბოლში, ჟურნალისტებთან, შეფასება მისცა თურქეთის ეკონომიკას და გლობალურ მოვლენებს. აღნიშნა, რომ ამჟამად ბაზრებზე არსებული უარყოფითი ვითარების მიუხედავად, საკმაოდ კარგი მდგომარეობაა თურქეთის ეკონომიკაში. გასულ წელში 4 %-იანი ზრდით, თურქეთის ეკონომიკა გახდა ყველაზე დიდი ევროპაში. არც ევროპაში, არც ბალტიისპირეთსა და არც ბალკანეთში არ არის დაფიქსირებული მსგავსი ზრდა“.

ასჰიმ, თავის სიტყვებს ისიც მიამატა, რომ უფრო უკეთეს ადგილზე უნდა იყოს თურქეთი. ყოველწლიურად ხდება 800 ათასიდან მილიონს შორის ადამიანის დასაქმება.



მსგავსი ინფორმაციები