ბრიუსელმა ანკარას პირველი ტრანში გადაურიცხა

თურქეთი მიმდინარე წელს 3 მილიარდ ევროს მიიღებს

449434
ბრიუსელმა ანკარას პირველი ტრანში გადაურიცხა

ანკარის მხრიდან გავრცელებული ინფორმაციებით, ევროკავშირთან მიგრანტთა საკითხში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში თურქეთისათვის დახმარების სახით გათვალისწინებული 3 მილიარდი ევროს ოდენობის თანხის პირველი ტრანში უკვე გადაირიცხა და დანარჩენი ნაწილებიც გრაფიკის მიხედვით გადაირიცხება.

ამის სანაცვლოდ საბერძნეთის კუნძულებზე თავშეფარებული სირიელი ლტოლვილები თურქეთში გადმოიგზავნებიან, ხოლო მათ სანაცვლოდ თურქეთში მოქმედი სირიელ ლტოლვილთა ბანაკებიდან იმავე ოდენობის სირიელები ევროპის ქვეყნებში გადაიგზავნებიან და ამით ერთის მხრივ ბოლო მოეღობა ევროპის ქვეყნებში არალეგალურ მიგრაციას, ხოლო მეორეს მხრივ გაგრძელდება სირიელების ევროპაში ლეგალური მიგრაცია.

2015 წელს თურქეთიდან ევროპაში არალეგალური გზებით გადავიდა 856 ათასი სირიელი, ხოლო მიმდინარე წლის 2 თვეში კი 137 ათასი



მსგავსი ინფორმაციები