ბაქო ნავთობის წარმოებას არ გაზრდის

იგი გასული წლის დონეზე დარჩება

446228
ბაქო ნავთობის წარმოებას არ გაზრდის

როგორც განაცხადა ერთ ერთი ტელეარხისათვის მიცემულ ინტერვიუში აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობ კომპანიის, SOCAR-ის ხელმძღვანელმა როვნაგ აბდულლაევმა, მიმდინარე წელს არ აპირებენ ნავთობის წლიური წარმოების გაზრდას და მას 2015 წლის დონეზე დასტოვებენ.

მისივე თქმით ამით მათ პასუხი გასცეს რუსეთის მხრიდან გასულ კვირას გავრცელებულ მოწოდებას ნავთობის წარმოების გაზრდის შეჩერების თაობაზე.

აზერბაიჯანმა 2015 წელს 41,6 მილიონი ტონა ნავთობი აწარმოა



მსგავსი ინფორმაციები