ბაქო ენერგეტიკის მინისტრების შეკრებას მასპინძლობს

ალბაირაქი ილჰამ ალიევმა მიიღო

441526
ბაქო ენერგეტიკის მინისტრების შეკრებას მასპინძლობს

ბუნებრივი გაზის სამხრეთ დერეფნის საკონსულტაციო საბჭოს მეორე შეკრებაში მონაწილეობის მიღების მიზნით ბაქოში იმყოფება თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ბერათ ალბაირაქი.

სამხრეთი დერეფანი როგორც ცნობილია შაჰდენიზ 2 საბადოდან ამოღებულ აირს საქართველო-თურქეთის გავლით ევროპას მიაწვდის. ბაქოს შეკრებაში სულ ათი ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს და ძირითად ყურადღებას სამხრეთ დერეფნის მშენებლობაში შექმნილ ბოლო მდგომარეობას დაუთმობენ.

ბაქოში ჩასულ თურქ მინისტრს პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ჰქონდა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისა და ტრანს ანატოლიური ბუნებრივი გაზის მაგისტრალის, TANAP-ის მშენებლობის საკითხები.

ალბაირაქს ბაქოს შეკრების ფარგლებში პირისპირი შეხვედრები ჰქონდა ასევე ქართველ კოლეგა კახა კალაძესთან, ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარკოს სეფგოვიჩთან და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ წარმომადგენელთან ენერგეტიკის საკითხებში ამოს ჰოჩსტეინთან



მსგავსი ინფორმაციები