ლაგარდი: ნავთობის ფასები დაბალი კიდევ დიდხანს იქნება

ლაგარდი: ნავთობის ფასები დაბალი კიდევ დიდხანს იქნება

427970
ლაგარდი: ნავთობის ფასები დაბალი კიდევ დიდხანს იქნება

საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასები დაბალი კიდევ დიდხანს იქნება.

ლაგარდმა მერილენდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ზრდადი და განვითარებადი ეკონომიკები შეაფასა.

მისი თქმით, ქვეყნები, რომელთა ეკონომიკებიც გლობალური ეკონომიკის 60%-ს შეადგენენ, ბოლო წლებში დასუსტდნენ და შენელებული გლობალური ზრდა, აქტივების ღირებულების შემცირება და კაპიტალის გასვლა „შემაშფოთებელია“.

ლაგარდის განცხადებით, ჩანს, რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებლის მიხედვით 65-70%-თ შემცირებული ნავთობისა და ლითონის ფასები კიდევ დიდი ხანი იქნება დაბალი.

კრისტინ ლაგარდმა აშშ-ის ფულადი ნორმალიზების დაწყების გამო განსაკუთრებულ პასუხისმგებლობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ FED-მა კარგი კომუნიკაცია და ფრთხილად მოქცევა უნდა გააგრძელოს.



მსგავსი ინფორმაციები