Fitch-მა თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

Fitch-მა თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

362539
Fitch-მა თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა თურქეთში გამართული საპარლამენტო არჩევნები შეაფასა. სააგენტოში გაკეთებული განცხადების მიხედვით, პოლიტიკური გაურკვევლობის შემცირება, რეფორმების გატარება და ეკონომიკის ზრდის მხარდაჭერა, დადებითად აისახება თურქეთის საკრედიტო მაჩვენებელზე.

აქვე ასევე აღნიშნულია: „არჩევნების შედეგების თურქეთის საკრედიტო პროფილზე და რეიტინგზე გავლენა დამოკიდებული იქნება სტრუქტურულ რეფორმებსა და ეკონომიკური დაბალანსების უფრო სტაბილურ და პროგნოზირებად პოლიტიკურ გარემოზე“.

სარეიტინგო სააგენტოს განცხადების თანახმად, თურქეთმა საარჩევნო ციკლი დაასრულა, პოლიტიკური რისკები თურქეთის საკრედიტო რეიტინგზე ზეწოლას დიდი ხანის მანძილზე ახორციელებდა და თურქეთის ეკონომიკის რეალური ზრდა სავარაუდოდ, მომდევნო წლის დასაწყისიდან დაიწყება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები