Lufthansa-ის პილოტები ხვალიდან მორიგ გაფიცვას იწყებენ

გაფიცვა ხვალ, დილის 8 საათიდან დაიწყება და შუაღამემდე გაგრძელდება

375757
Lufthansa-ის პილოტები ხვალიდან მორიგ გაფიცვას იწყებენ


როგორც განაცხადეს გერმანიის პილოტთა პროფკავშირების გაერთიანება Cockpit-დან, ამ ქვეყნის საჰაერო ფლოტ Lufthansa-ში მომუშავე პილოტები ხვალ, დილის 8 საათიდან გაფიცვას დაიწყებენ და შუაღამემდე გააგრძელებენ რა, ეს იქნება მთავრობასთან მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მათი რიგით მე-13 გაფიცვა.

გერმანელი პილოტები სინდიკატისგან ხელფასის გაუმჯობესებასა და სხვა სოციალურ უფლებებთან ერთად პილოტების საპენსიო ასაკის, რომელიც ამჟამად 55 წელია, გაზრდას ითხოვენ.

ეს გაფიცვა უარყოფით ზეგავლენას მოახდენს საერთაშორისო ფრენებსა და სატვირთო რეისებზე.

Lufthansa-ის პილოტები უკვე 12 ჯერ გაიფიცნენ და 300 მილიონი ევროს ზარალი მიაყენეს ფირმას


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები