ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის საკითხი განიხილეს

მას ოთხშაბათისათვის ახალი პაკეტის მიღება მოსთხოვეს

379482
ევროკავშირის ლიდერებმა საბერძნეთის საკითხი განიხილეს

 

გუშინ ბრიუსელში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ ევროკავშირის ლიდერები და განიხილეს საბერძნეთის საკითხი. ამ სამიტზე ლიდერების პოზიციები არ დაემთხვა ერთმანეთს.

გერმანიისა და მისი მხარდამჭერების აზრით, თუ საბერძნეთი არ განახორციელებს მათი მხრიდან მოთხოვნილ რეფორმებს, მაშინ, იგი 5 წლით უნდა გაირიცხოს ევროზონიდან.

საფრანგეთის და მისი მხარდამჭერების აზრით კი საბერძნეთმა რომაც არ შეასრულოს რეფორმები, დროებითაც კი არ უნდა გაირიცხოს ევროზონიდან.

ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა კი საბერძნეთის პარლამენტს რეფორმების ახალი პაკეტის 3 დღის განმავლობაში მიღება მოსთხოვეს.

ახალი პაკეტით თუ ათენთან შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, მაშინ, ან მან ევროზონა უნდა დასტოვოს, ანდა, ვალების პრივატიზაცია და მისი სპეციალურად შექმნილი ფონდიდან დაფარვა უნდა მოხდეს, ხოლო ამ ფონდის შესაქმნელად კი მან 50 მილიარდი ევროს ღირებულების საპრივატიზაციო ქონების და მომსახურების გარანტია უნდა აჩვენოს.

გარდა ამისა მთავრობამ უნდა გაზარდოს გადასახადები, პენსიები უნდა შეამციროს, დააჩქაროს პრივატიზაცია და რეფორმები.

ამ პაკეტის მიღება უნდა მოხდეს ოთხშაბათს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები