საბერძნეთში მთავრობამ რეფორმების პაკეტი დღეს ევროზონის ფინანსთა

საბერძნეთში მთავრობამ ფინანსური პროგრამის 4 თვით გაგრძელების სანაცვლოდ დაპირებული რეფორმების პაკეტი დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრებს წარუდგინა

231421
საბერძნეთში მთავრობამ რეფორმების პაკეტი დღეს ევროზონის ფინანსთა

საბერძნეთში მთავრობამ ფინანსური პროგრამის 4 თვით გაგრძელების სანაცვლოდ დაპირებული რეფორმების პაკეტი დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრებს წარუდგინა.

პაკეტში მთავრობის ყველაზე დიდი პარტნიორი სირიზას პარტიის საბერძნეთის „ჰუმანიტარულ კრიზისად“ შეფასებული მდგომარეობის მოგვარების თაობაზეც არის საუბარი. სირიზა გაჭირვებული მოსახლეობის ელექტრო ენერგიით დაკმაყოფილებისათვის 60 მილიონის, საკვები პროდუქტებით დახმარებისათვის 750 მილონი ევროს გამოყოფის პირობას დებს. პარტიის დანაპირებს შორის არის დაზღვევის არ მქონე უმუშევრების უფასო ჯანდაცვის უზრუნველყოფა.

პაკეტში ასევე შესულია ჰუმანიტარული კრიზისის გადალახვასთან დაკავშირებულ რეფორმებთან ერთად გადაუხდელი გადასახადებისა და საბანკო კრედიტების გადახდის რესტრუქტურიზაციაც.

რეფორმების ფარგლებში სამართლიანი საგადასახო სისტემა, გადასახადების დამალვასა და კორუფციასთან ბრძოლა, ბიუროკრატიის შემცირება და მათი მსგავსი მუხლებია შესული.

რეფორმების სირიის არადამაკმაყოფილებლად მიჩნევა შეთანხმების ჩაშლის მანიშნებელი იქნება. შეთანხმების ჩაშლის შემთხვევაში საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის საფრთხე დადგება.

აღნიშნულ სიას ევროკომისია, ევროპის ცენტრალური ბანკი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი შეაფასებენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები