ელექტრო ენერგიის კრიზისს განიცდის განა

ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხანგრძლივად ელექტრო ენერგიის შეწყვეტა.

223447
ელექტრო ენერგიის კრიზისს განიცდის განა

დასვლეთ აფრიკული სახელმწიფოებიდან ელექტრო ენერგიის კრიზისს განიცდის განა.
სახელმწიფოს დედაქალაქ აკრაში, საკერავი მანქანებით, მაცივრებით და ტელევიზორებით ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა ხანგრძლივად ელექტრო ენერგიის შეწყვეტა.
ჰიდრო ელექტრო სადგურებში წყლის სიმცირე და ამით გამოწვეული ხშირი შუქის გათიშვა, რომელიც 24 საათზე მეტ ხანს გრძელდება, აძნელებს ყოველ დღიურ ცხოვრებას. განის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, წლის ბოლომდე დასრულდება ელექტრო ენერგიის შეწყვეტა.
2012 წლიდან დაწყებული ენერგეტიკული კრიზისი, ასევე გავლენას ახდენს ოქროს მოპოვებაზე, რომელიც, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროდ ითვლება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები