რუსეთმა უკრაინისა და ევროპისათვის გაზის მიწოდების თემაზე იმსჯელა

რუსეთმა უკრაინისა და ევროპისათვის გაზის მიწოდების თემაზე იმსჯელა

192279
რუსეთმა უკრაინისა და ევროპისათვის გაზის მიწოდების თემაზე იმსჯელა

რუსეთმა უკრაინისა და ევროპისათვის გაზის მიწოდების თემაზე იმსჯელა.

რუსეთის პრემიერმინისტრის დიმიტრი მედვედევის თავმჯდომარეობით გუშინ გამართულ სამრეწველო კომისიის შეკრებას ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრ ნოვაკი და გაზპრომის ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ესწრებოდნენ.

შეკრებაზე მილერმა ინფორმაცია მიაწოდა მედვედევს და დასძინა, რომ უკრაინასთან „ზამთრის პაკეტის“ შეთანხმების ვადა 1 აპრილს იწურება და ამ თარიღის შემდეგ განსახორციელებელი გაყიდვები ძველი ტარიფით ანუ 485 დოლარად განხორციელდება.

მილერის განცხადებით, უკრაინამ იანვრის თვისათვის 1 მილიარდი კუბური მეტრის საფასური წინასწარ გადაიხადა და დღემდე 600 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მიწოდება მოხდა.

ენერგეტიკის მინისტრმა ნოვაკმა აღნიშნა, რომ ევროკავშირთან ტრანზიტული გაზის შეთანხმება 2019 წელში დასრულდება და ამ თარიღის შემდეგ ევროპას გაზი „თურქული ნაკადის“ მეშვეობით მიეწოდება. ნოვაკის განცადებით, მან აღნიშნულის გამო ევროპელ კოლეგებს სათანადო ინფრასტრუქტურის მომზადება ურჩია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები