საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარს ქვემოთ პირვ

საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარს ქვემოთ პირველად დაეცა

183865
საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარს ქვემოთ პირვ

საერთაშორისო ბაზრებზე ბარელი ნავთობიფასი 45 დოლარს ქვემოთ პირველად დაეცა.

ირანი აცხადებს, რომ თუ ისინი დაზარალდებიან, სხვა მწარმოებელი ქვეყნებიც დაზარალდებიან.

გაერთიანებულმა არაბულმა საემიროებმა კი აშშ-ს ფიქალური ნავთობის წარმოების შემცირებისაკენ მოუწოდა.

რუსეთში რუბლის ღირებულება კი ნავთობის ფასების გამო ისევ ეცემა.

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ინვესტიციების სპეციალისტის, გოლდმან საქსის, მიერ ნავთობის ფასების დაცემის გაგრძელების თაობაზე გაკეთებული შეფასებების შემდეგ, ნავთობის ფასი

საერთაშორისო ბაზრებზე ბოლო 6 წლის ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დავიდა.

ლონდონის ბირჟაზე ბარელი ნავთობის ფასი 45 დოლარზე ქვემოთაც კი ჩამოვიდა.

ამერიკული ტიპის ნავთობის გასი ისევ 45 დოლარია, ჩრდილოეთ ზღვის ტიპის ნავთობის ღირებულება კი 46 დოლარის ფარგლებში მერყეობს.

გოლდმან საქსის ვარაუდით, ბარელი ნავთობის ფასი 6 თვეში შესაძლოა 39 დოლარამდე დაეცეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები