OPEC ნავთობის წარმოებას არ ამცირებს
ნავთობის ფასები ბოლო ხუთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალ დონეზე
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაცია OPEC-ი აცხადებს, რომ გასულ წელში წარმოების არ შეზღუდვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არ შეიცვლება.
OPEC-ის ერთ-ერთი წევრი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადებით, რომლის ვინაობაც არ მჟღავნდება, წარმოებაში თუ შეზღუდვები დაწესდება, მაშინ ამაში OPEC-ის არაწევრი რუსეთიც უნდა ჩაერთოს. ამავე წარმომადგენლის თქმით, „მიუხედავად ტკივილის მიყენებისა, მარტო OPEC წარმოებას ვერ შეამცირებს“.
OPEC-ის წყაროების ინფორმაციით, ნავთობის ბაზრებზე მიწოდების სიჭარბის ერთ-ერთი მიზეზი ფიქალური ნავთობის მიწოდება გახდა.
ამავე წყაროების ინფორმაციით, ფიქალური ნავთობის მწარმოებელთა ხარჯები დამძიმდა და ეს კომპანიები წარმოების შეზღუდვას ცდილობენ.
სპეციალისტების ცნობით, ფიქალური ნავთობის ამოღების ხარჯი ერთ ბარელზე დაახლოებით 70 დოლარია.
მსგავსი ინფორმაციები

იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია
იანვარ-აპრილის პერიოდში თურქეთს 8 მილიონ 885 ათას 876 ადამიანი ეწვია