ყაზახეთმა და ჩინეთმა14 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმეს

ყაზახეთი და ჩინეთი ერთობლივ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებე

149076
ყაზახეთმა და ჩინეთმა14 მილიარდ დოლარიანი შეთანხმება გააფორმეს

ჩინეთის პრემიერმა ლი კეციანმა და ყაზახეთის პრემიერმინისტრმა კარიმ მასიმოვმა გუშინ ხელი რამდენიმე ხელშეკრულებას მოაწერეს. 

შეთანხმებები ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში დღეს გასამართ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მთავრობის ხელმძღვანელების საბჭოს შეკრებამდე გაფორმდა.

ლი კეციანმა და მასიმოვმა ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ ნავთობის დაცემული ფასების წინააღმდეგ ერთობლივ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას გაატარებენ

შეთანხმებებს შორის არის ყაზახეთის ჰურგუსის რეგიონში შიდა პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის შექმნა, ორმხრივი საკონსულტაციო მექანიზმები, ბირთვული თანამშრომლობა და ყაზახეთის კალიუმის საბადოების გაფართოება.

ბოლო 20 წელიწადში ამ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა და 2013 წელში 25 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო 2015 წლის ბოლოსათვის კი ამ ციფრის 40 მილიარდ დოლარამდე გაზრდა იგეგმება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები