გერმანიაში Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ.

1450 რეისი გაუქმდება, რაც 150 ათას მგზავრზე მოახდენს გავლენას.

211465
გერმანიაში Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ.

გერმანიაში Lufthansa-ს პილოტები გაიფიცნენ.

1450 რეისი გაუქმდება, რაც 150 ათას მგზავრზე მოახდენს გავლენას.

Lufthansa-ში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გერმანიის მფრინავთა პროფესიული კავშირის წევრი პილოტების ორ დღიანი გაფიცვა მოიცავს ევროპის შიდა და გრძელ მანძილზე ფრენებს.
აპრილში დაწყებული პილოტების გაფიცვის გამო კომპანიამ გასულ თვემდე 170 მილიონი ევროს ზარალი განიცადა.

პროფკავშირსა და Lufthansa-ს მმართველობას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე 5 ათას 400 პილოტის პენსიაზე გასვლის პროცესთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება.

კომპანია Lufthansa-ს მფრინავების ყველაზე ადრეული საპენსიო ასაკის 55-დან 60 წლამდე, სამსახურიდან წასვლის საშუალო ასაკის 58-დან 61 წლამდე გაზრდა სურს.

ამას ეწინააღმდეგება პროფკავშირი, რის გამოც აპრილიდან დღემდე რამდენიმე გაფიცვას ჰქონდა ადგილი. Lufthansa-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ კომპანიებში დაახლოებით 6 ათასი რეისი იქნა გაუქმებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები