ევროკავშირში საბანკო სექტორში განგაში ისევ გრძელდება

ევროზონის ბანკებს 25 მილიარდი ევროს კაპიტალის დეფიციტი აქვს

172631
ევროკავშირში საბანკო სექტორში განგაში ისევ გრძელდება

ევროკავშირში საბანკო სექტორში განგაში ისევ გრძელდება. სტრესის ტესტში წარუმატებელი 25 ბანკი აღმოჩნდა. მათი სახელები არ დაასახელეს, თუმცა განაცხადეს, რომ მათ შორის მსოფლიოში ცნობილი ბანკებიც არიან. ევროზონის 105-მა ბანკმა კი ტესტის ჩაბარება შესძლო.

ევროპის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ევროზონის ქვეყნებში მოღვაწე ბანკებს 25 მილიარდი ევროს კაპიტალის დეფიციტი აქვთ. ამავე ინფორმაციის მიხედვით, ბანკების მიერ გაცემული 130 მილიარდი დოლარის კრედიტი პრობლემურია. საბანკო სექტორის კუთხით ყველაზე ცუდი ვითარება იტალიაში, ირლანდიაში, საბერძნეთში, სამხრეთ კვიპროსსა და ავსტრიაშია.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები