აზიის ეკონომიკა განაგრძობს მსოფლიო ეკონომიკასთან მეტოქეობას

მიზნად ისახავს რეგიონში დასავლეთის ეკონომიკის გლობალური ჰეგემონობისთვის გზის გადაღობვას.

169568
აზიის ეკონომიკა განაგრძობს მსოფლიო ეკონომიკასთან მეტოქეობას

აზიის ეკონომიკა განაგრძობს მსოფლიო ეკონომიკასთან მეტოქეობას.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისთვის ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩატარებულ ღონისძიებაზე, აზიის 22-მა სახელმწიფომ მოაწერა შეთანხმებას ხელი.
ამ სახელმწიფოებს შორის არის, როგორც გლობალური, ჩინეთი და ინდოეთი, ისე მცირე ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები. განცხადებით, ბანკის მიზანია აზიის კონტინენტზე, საავტომობილო გზების, რკინიგზების, ენერგეტიკული ობიექტების და საკომუნიკაციო ქსელების გაშენება და ამისათვის ფინანსური რესურსების უზრუნველყოფა. მაგრამ, როგორც ჩანს, ბანკის მთავარი მიზანია, რეგიონში დასავლეთის ეკონომიკის გლობალური ჰეგემონობისთვის გზის გადაღობვა.
ამერიკის ხელისუფლების მხრიდან ინიციატივის შესახებ გამოთქმულ წინადადებას-მაშინ, როცა მსოფლიო ბანკი არსებობს, რა საჭიროა ეს ნაბიჯი”, არ დაუჭირეს მხარი ვაშინგტონის სხვა მოკავშირეებმა იაპონიამ, სამხრეთ კორეამ და ავსტრალიამ.
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი, პირველ ეტაპში თავის საქმიანობას დაიწყებს ჩინეთის მხრიდან გამოყოფილი 50 მილიარდი ამერიკული დოლარით.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები