ბრიუსელი, მოსკოვი და კიევი ვერ შეთანხმდნენ
მომდევნო შეხვედრა მომავალ კვირას შესდგება
166218
რუსული ბუნებრივი გაზის ევროპაში შეუფერხებლად და უპრობლემოდ ტრანზიტის განხილვის მიზნით გუშინ ბრიუსელში სამთა შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ენერგეტიკის საკითხებში გუნტერ ოტტინგერმა, რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ნოვაკმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ იური პროდანმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ოტტინგერმა განაცხადა, რომ ღირებულების დაფარვის საკითხში ვერ მიაღწიეს შეთანხმებას და ამიტომ მომავალ კვირას ხელახლა შეიკრიბებიან.
მისივე თქმით უკრაინა რუსეთისადმი არსებული დავალიანების ერთ ნაწილს, 3,1 მილიარდი დოლარის თანხას მიმდინარე წელში გადაურიცხავს.
სულ კი კიევს მოსკოვისადმი 4,1 მილიარდი ევროს ვალი აქვს