უცხოელები ზრდიან ინვესტიციებს თურქეთში
7 თვეში 7,9 მილიარდი დოლარი დააბანდეს
135197

თურქეთის საერთაშორისო ინვესტიციების საზოგადოების მონაცემებით მიმდინარე წლის 7 თვეში უცხოელმა ინვესტორებმა თურქეთის ეკონომიკაში დააბანდეს 7,9 მილიარდი დოლარის კაპიტალი, რაც 9%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.
ამით თურქეთმა საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციების სიაში მსოფლიოს ქვეყნებს შორის 22-ე ადგილზე, ხოლო განვითარებად ქვეყნებს შორის კი მე-11 ადგილზე გადაინაცვლა