ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად ემზადებ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხედროების არ გაყვანის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად ემზადებიან.

113955
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად ემზადებ

ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის აღმოსავლეთიდან სამხედროების არ გაყვანის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასამკაცრებლად ემზადებიან. 

ევროკავშირის კომისიის მიერ წევრი ქვეყნებისათვის გაგზავნილ რეზოლუციის პროექტში მოთხოვნილია რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფი ნავთობისა და იარაღის კომპანიების დაფინანსების აკრძალვა. კომისიის წინადადების დამტკიცების შემთხვევაში რუსული ნავთობკომპანიები მიერ აქციებისა და ობლიგაციების გამოცემით ან სინდიკატური სესხის გამოყენებით ევროპული ბაზრებიდან დავალიანება აიკრძალება.

ევროკავშირის წევრების დღის წესრიგში ასევე შედის ნავთობისა და გვერდით სექტორებში მაღალი ტექნოლოგიების ექსპორტის კიდევ უფრო შეზღუდვა. ევროკომისიამ ასევე მოითხოვა განხილული იქნას რუსეთის მსოფლიო თასისა და ევროპის ჩემპიონატების ჩათვლით, სპორტული და კულტურული ღონისძიებებიდან იზოლირება, თუმცა წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამ ეტაპზე რუსეთის 2018 წლის ფიფა-ს მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის გადაწყვეტილების გადახედვას თბილად არ უყურებს.

ევროკავშირის ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების საპასუხოდ სოფლის მეურნეობის პროდუქციისა და კვების პროდუქტების ემბარგოთი მოპასუხე მოსკოვის განცხადებამ, რომ მომდევნო ნაბიჯი საავტომობილო სექტორი იქნება, გერმანია, ჩეხეთის რესპუბლიკა, სლოვაკეთი, უნგრეთი და მათი მსგავსი ქვეყნები დააფიქრა. და მაინც, უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებების გაგრძელებისა და რუსი სამხედროების არ გასვლის შემთხვევაში, ევროკავშირის ეკონომიკური და სავაჭრო სანქციების გამკაცრება მაინც მოსალოდნელია.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირაში ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე შეკრებილმა ლიდერებმა რუსეთს მოუწოდეს სასწრაფოდ გაიყვანოს სამხედროები აღმოსავლეთ უკრაინიდან და ევროკომისიას მოსთხოვეს მოამზადოს დამატებითი სანქციების პროექტი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები