პუტინმა სანქციები დაუწესა დასავლეთს

სანქციები 1 წელს გაგრძელდება

82702
პუტინმა სანქციები დაუწესა დასავლეთს



რუსული საინფორმაციო წყაროების მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონ-პროექტს, რომელიც რუსეთის ეროვნული ინტერესების დაცვის ფარგლებში კვების, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების და ნედლეულის შესყიდვას კრძალავს იმ ქვეყნებისგან, რომლებმაც ეკონომიკური სანქციები დაუწესეს რუსეთს და პუტინის ეს აკრძალვა 1 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ასე რომ, პუტინმა დიმიტრი მედვედევის მთავრობას დაავალა, შეიმუშაონ და მოამზადონ იმ საქონლისა და პროდუქციის სია, რომლებიც აღარ შემოიტანება შავ სიაში შესული ქვეყნებიდან, ხოლო ამის პარალელურად მიიღონ საჭირო ზომები, რათა ამ აკრძალვის გამო ქვეყანაში ფასები არ გაიზარდოს პროდუქტზე.

პუტინმა ეს კანონი მიიღო აშშ-ს და ევროკავშირის მხრიდან რუსეთზე დაწესებული სანქციების საპასუხოდ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები