მოსკოვი ბრიუსელის ახალმა ეკონომიკურმა სანქციებმა აღაშფოთა
“ევროკავშირი აშშ-ს კვალში მიჰყვება“
72205
როგორც ცნობილია ევროკავშირმა ამ დღეებში რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები მიიღო და მის ფარგლებში სანქცირებულთა სია გააფართოვა რა, მასში შეიყვანა კიდევ 18 რუსული ფირმა და 15 მაღალჩინოსანი, რამაც მოსკოვის აღშფოთება გამოწვია.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მწვავე უარყოფითი რეაქცია გამოხატა ოფიციალურად გავრცელებულ განცხადებაში და აღნიშნა, რომ ევროკავშირი სანქციების საკითხში ამერიკას მიჰყვება კვალში, რითაც საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ტერორიზმის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკას დიდ საფრთხეს უქმნის