ნიჰათ ზეიბექჩიმ შეფასება მისცა საბაჟო კავშირის შეთანხმებას

მისივე განცხადებით არც 2015 წლისთვის არ გააჩნია თურქეთს არავითარი შეშფოთება.

84498
 ნიჰათ ზეიბექჩიმ შეფასება მისცა საბაჟო კავშირის შეთანხმებას

ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ თურქეთის კონტრაქტორი ასოციაციის "დარგობრივი მიმოხილვის შეხვედრა"-ზე თავის მოხსენებაში შეფასება მისცა საბაჟო კავშირის შეთანხმებას და ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან საკითხზე.
აღნიშნა, რომ ფეხ და ფეხ აკვირდებიან გაცვლით კურსს და ამჟამად მიღწეული საგარეო ვაჭრობის ბალანსი მეტად მისაღებია თურქეთისთვის.
ისიც დაამატა, რომ აშშ-ის, ევროკავშირის ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებისას აუცილებელია მასში თურქეთის მონაწილეობაც.
თუ ეს ასე არ იქნება, თურქეთის ევროკავშირთან საბაჟო კავშირის შეთანხმების წარმართვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ როგორც აშშ-მა თქვა ევროკავშირთან ხელმოწერილი შეთანხმებით, თურქეთს მიეცემა ევროკავშირის მსგავსი ყველანაირი უფლება.

ზეიბექჩის განცხადებით არც 2015 წლისთვის არ გააჩნია თურქეთს არავითარი შეშფოთება. მომავალ წელს, 2023 წლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად თურქეთი გადადგამს ძლიერ და მტკიცე ნაბიჯებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები