ევროკომისიამ კავშირის წევრი 8 ქვეყნის ევროზონაში შესასვლელად მზა
83918
ევროკომისიამ კავშირის წევრი 8 ქვეყნის ევროზონაში შესასვლელად მზაობის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, რვა ქვეყანამ სხვადასხვა ხარისხის წინსვლას მიაღწია, ხოლო მათგან ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მხოლოდ ლიტვამ მოახერხა. კომისია ევროკავშირის მინისტრთა საბჭოს წარუდგენს შეთავაზებას ლიტვის ევროზონაში 2015 წლის 1 ივნისს გაწევრიანების თაობაზე.
ამ თემაზე მსჯელობა 26-27 ივნისს ევროკავშირის სამიტზე და ევროპარლამენტში გაიმართება. ამის შემდეგ კი ევროკავშირის მინისტრთა საბჭო საბოლოო გადაწყვეტილებას ივლისის ბოლოს მიიღებს.
ლიტვაში კი, რომელიც ევროზონის მეცხრამეტე წევრი გახდება, გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ.
ლიტვის პრემიერმინისტრმა ალგირდას ბუტკევიჩიუსმა აღნიშნა, რომ უკრაინის კრიზისის გამო ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.