აშშ განაგრძობს სირიის ჰუმანიტარულ დახმარებას

ამერიკის დახმარებამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია

84098
აშშ განაგრძობს სირიის ჰუმანიტარულ დახმარებას

აშშ განაგრძობს სირიის ჰუმანიტარულ დახმარებას.
ვაშინგტონი ომით დაზარალებულებისთვის კიდევ 290 მილიონი დოლარის დახმარებას გააგზავნის.
აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკანასკნელ დახმარებასთან ერთად ამერიკის დახმარებამ 2 მილიარდ დოლარს მიაღწია.
მათგან 135 მილიონი დოლარი გამოიყო პროდუქტისთვის, დანარჩენი კი გადაეცემა სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
დახმარება მოხმარდება სირიის და მეზობელი სახელმწიფოების ომით დაზარალებულებს.
ამ დახმარებით დაკმაყოფილებულ იქნება სირიელების საკვების, სისუფთავის და საყოფაცხოვრებო საჭიროების მოთხოვნილება.
290 მილიონი დოლარის დახმარებიდან, 15 მილიონი დოლარი მიეცემა თურქეთს.
დახმარება წითელი ნახევარმთვარის მეშვეობით ელექტრონული კვების ბარათით გადაეცემა კარვის ქალაქებში მცხოვრებ სირიელებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები