სომხურმა ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს

დეზერტირების რაოდენობა დღითიდღე იზრდება

1513749
სომხურმა ძალებმა მძიმე დანაკარგები განიცადეს

სომხურმა ძალებმა, რომლებმაც  აზერბაიჯანის არმიის თავდაცვის ხაზს ცეცხლი გაუხსნეს არტილერიითა და ნაღმტყორცნებით, გუბადლის რაიონში უკან დაიხიეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ბორცვი, სიმაღლე და პოზიციები აზერბაიჯანის არმიის კონტროლქვეშ გადავიდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოპერაციები აღდერეში, აღდამში, ფიზულიში, ჯებრაილში, ზანგილანსა და გუბადლიში,  მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ინტენსივობით გრძელდებოდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ სომხეთის არმიის 155-ე საარტილერიო პოლკის კუთვნილ D-20 ბატარეის პერსონალს შორის,  რომელიც განლაგებული იყო ჰოჯავენდის მიმართულებით, მრავალი დაჭრილია და მათი ევაკუაცია შეუძლებელია მანქანების არარსებობისა და დახურული გზების გამო. ამავე ინფორმაციით, ჰადრუტის ჩრდილოეთით მდებარე საარტილერიო ნაწილებში ახლად ჩამოსულმა მოხალისეებმა მიატოვეს საცეცხლე პოზიციები და გაიქცნენ, ხოლო აღდერეს მიმართულებით განლაგებული მე-5 გამანადგურებელი პოლკის მრავალი ჯარისკაცი განეიტრალებულ იქნა, ამავე პოლკის მე-3 ბატალიონის მეთაური დაიკარგა, შტაბის უფროსი კი დაიღუპა. გარდა ამისა,  სომხეთის არმიის 543-ე პოლკის მეთაური დაიჭრა, მისი მოადგილე დაიღუპა. დაღუპულთა შორის არიან ასევე ამავე პოლკის 1-ლი ბატალიონის მეთაური, მეთაურის მოადგილე და ნაღმტყორცნების დივიზიის მეთაური. “სომხეთის არმიაში დეზერტირების რაოდენობა დღითიდღე იზრდება“, ხაზგასმულია ამავე განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები