აზერბაიჯანელმა ებრაელებმაც ანტისომხური დემონსტრაცია გამართეს

მათ მსვლელობა ქალაქ პეტაჰ ტიკვაში მოაწყვეს

1510274
აზერბაიჯანელმა ებრაელებმაც ანტისომხური დემონსტრაცია გამართეს

ისრაელში მცხოვრებმა ათასობით აზერბაიჯანელმა ებრაელებმა, სომხეთის თავდასხმების გასაპროტესტებლად ქალაქ პეტაჰ ტიკვას ცენტრში  დემონსტრაცია მოაწყვეს. დემონსტრაცია დაიწყო სომხების თავდასხმების შედეგად დაღუპული  აზერბაიჯანელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სულების მოსახსენიებელი წუთიერი დუმილით. მომიტინგეებს ხელში ისრაელის, აზერბაიჯანის და თურქეთის დროშები ეჭირათ და მათი მთავარი ლოზუნგები იყო: "ყარაბაღი ჩვენია, ჩვენვე დაგვრჩება", "მოწამენი არ კვდებიან, სამშობლო არ გაიყოფა", "გაუმარჯოს დამოუკიდებელ და გამთლიანებულ აზერბაიჯანს," "აზერბაიჯანის დროშას მალე ყარაბაღში აღვმართავთ", "ყარაბაღი აზერბაიჯანს ეკუთვნის", "შეჩერდეს სომხეთის თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობაზე". დემონსტრაციაში, რომელსაც მხარს უჭერდნენ ისრაელში მცხოვრები აზერბაიჯანელი მუსლიმანებიც, გამოფენილი იყო ასევე სომხეთის მხრიდან აზერბაიჯანის ქალაქებზე და მშვიდობიან მოსახლეობაზე განხორციელებული თავდასხმების ამსახველი ფოტოები. ზოგიერთი ინფორმაციებით, ისრაელში დაახლოებით 100 ათასამდე აზერბაიჯანელი წარმოშობის ებრაელი ცხოვრობს და მათი უმრავლესობა ისრაელში გადასახლდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დღესდღეობით კი, აზერბაიჯანში მცხოვრები ებრაელი მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 10 ათასს შეადგენს



მსგავსი ინფორმაციები