უცხოური მედია 08.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

1141379
უცხოური მედია 08.02.2019

 

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

 

ალშარქ ალავსათი (ლონდონში გამომავალი არაბული გაზეთი): აშშ-ის არმია ისრაელისგან “რკინის გუმბათის“ ყიდვას გეგმავს

ალკუტსი ალარაბი (ინგლისში გამომავალი არაბული გაზეთი): გაეროს განცხადებით არსებობს მტკიცებულებები, რომ ხაშოგის მკვლელობა საუდის ხელისუფლებამ დაგეგმა და განახორციელა

ალ ჰაიათი (ყოველდღიური დამოუკიდებელი არაბული გაზეთი): აშშ-ს სირიიდან სამხედროების გაყვანა თურქეთთან კოორდინაციით მოხდება, თუმცა, ბუფერული ზონის საკითხში ჯერ ვერ შეთანხმებულან

ლე ფიგარო (საფრანგეთი): საფრანგეთი, იტალიის პროვოკაციების წინააღმდეგ ხმას იმაღლებს

ლე მონდი: ხელისუფლებას აშფოთებს ყვითელ ჟილეტიანების მხრიდან შესაძლო ახალი სახალხო პლატფორმის შექმნა

ლე ტემპსი (შვეიცარია): ევროპის 2 უდიდესი სახელმწიფოს, საფრანგეთ-იტალიის დუელი

ელ პაისი (ესპანეთი): მადუროს მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ ბოლომდე გაჰყვებიან თავიანთ ლიდერს

ელ მუნდო: ვენესუელაში 20 წლის პოლიტპატიმარი, კვებისა და მედიკამენტების ნაკლებობის გამო, ციხეში გარდაიცვალა

გერმანული ბილდი:  რეინლანდ-პალატინატეს პროვინციაში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. ხანძრის მიზეზად, შენობის მეოთხე სართულზე მოქმედი სამზარეულოს ტექნიკის გაუმართაობა სახელდება

დოიჩე ველე: გაეროს ანგარიშით, თურქეთის მხრიდან ხაშოგის მკვლელობის გამოძიების დაწყება, საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დაბლოკა

ტე-ონლაინი: გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი, მუქარის შემცველი მესიჯების მიმღებ თურქ ადვოკატს, სედა ბაშავ ილდიზს შეხვდა

რუსული კომერსანტი: ჩრდილოეთ ნაკადი-2 პროექტმა ევროპა ორად გაყო

რუსული ლენტა რუ: სკრიპალის საქმეში ახალი ეჭვმიტანილები აღმოაჩინეს



მსგავსი ინფორმაციები