უცხოური მედია 11.01.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 11.01.2019

 

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

ლიბანური გაზეთი „ალ ჰაიათი“: „ტრამპი იმუქრება, რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს.“

ინგლისში გამომავალი ყოველდღიური დამოუკიდებელი არაბული გაზეთი „ალ ქუდუს ალ არაბი“: „ყოფილმა ტუნისელმა მინისტრმა ზოგიერთი პარლამენტარის მიერ თურქეთისა და კატარის კრიტიკა გააპროტესტა.

„ალ ქუდუს ალ არაბი“: „ზარიფმა პომპეოს განცხადებას უპასუხა: აშშ-ს ყველგან ქაოსი შეაქვს, სადაც შევა.“

კუბური გაზეთი „პრენსა ლათინა“: „ბოლივიის სახელმწიფოს მეთაური ევო მორალესი მარტში ანკარაში ჩავა. მორალესი მის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.“

არგენტინული გაზეთი „კლარინი“: „ვენესუელაში ნიკოლას მადურომ ფიცი დადო, იგი 2025 წლამდე ქვეყნის სათავეში იქნება. მადურო: „ჩვენ ნამდვილი დემოკრატია გვაქვს.“

ესპანური „ელ მუნდო“: „ნეიმარი იმისთვის, რომ ბარსელონაში დაბრუნება შესძლოს, კლუბის ხელმძღვანელობას ხუთჯერ დაუკავშირდა. პარი სერ ჟერმენში მოთამაშე ნეიმარი კლუბ ბარსელონას ხელმძღვანელობას ევედრებოდა უკან დაბრუნების უფლება მიეცათ.“

ფრანგული „ლე მონდ“: „აშშ-ს არმიამ სირიიდან აღჭურვილობის გატანა დაიწყო“

„ლიბერასიონი“: „მაიკ პომპეო, ირანის წინააღმდეგ არაბული ნატო-ს შექმნას ცდილობს“

„ლე ფიგარო“: ლიბიაში, ბენღაზის აღმშენებლობის დროა“

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: აშშ, თურქეთთან ქურთების საკითხზე კამათის მიუხედავად სირიიდან სამხედროების გასაყვანად ემზადება.“

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: „რუსეთის კალათბურთის გუნდი „ხიმკი“ თურქეთის ავიახაზების თასზე ევროპის ლიგაში „ანადოლუ ეფეს“-თან დამარცხდა.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“: 2019 წელში რუსები მსოფლიოს 119 ქვეყანაში უვიზოდ ჩასვლას შეძლებენ.“

გერმანული გაზეთი „დი ველთი“: „გერმანიის თურქეთსა და საუდის არაბეთში იარაღის ექსპორტი გაიზრდა.“

გაზეთი „შპიგელის“ ინტერნეტ პორტალი: „შინაგან საქმეთა სამინისტრო: „გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელი ყოველი ორი თურქიდან ერთის მიმართვას აკმაყოფილებენ.“

სატელევიზიო არხი „არდ“: „მერკელი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთშია“

ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”: „2018 წელს Turkish Airlines-ი 10%-ით მეტ მგზავრს მოემსახურა“

ახალი ამბების სააგენტო “ჯი-ეიჩ-ენი”: „რუსეთში BBC-ის საქმიანობას საფრთხე ემუქრება“

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური მედია

მსგავსი ინფორმაციები