უცხოური პრესა 26.10.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 26.10.2018

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო, „AFP“: თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ საუდელი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი უნდა დაისაჯოს.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო, „DPA“: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯემალ ხაშოგი წინასწარ დაგეგმილ დანაშაულს ემსხვერპლა.

იტალიური გაზეთი, „La Stampa“: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საუდის არაბეთის მეფეს მოუწოდა, რომ ჯემალ ხაშოგის მკვლელობაში ბრალდებულები თურქეთში გასამართლდნენ.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო, „Associated Press“:  საუდის არაბეთის სახელმწიფო პროკურატურამ აღიარა, რომ  ჟურნალისტ,  ჯემალ ხაშოგის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი.

ჩინური ინტერნეტ პორტალი, „Xinlang“: თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერ იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ  თურქეთის მასპინძლობით სირიის საკითხზე გერმანიის, საფრანგეთის და რუსეთის მონაწილეობით ხვალ ოთხთა სამიტი სტამბოლში ჩატარდება.

ირანული საინფორმაციო სააგენტო, „ISNA“: თავდაცვის მინისტრ ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ სირიის იდლიბის რეგიონიდან მრავალი მძიმე იარაღი გატანილ იქნა.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო, „Reuters“: თავდაცვის მინისტ, ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვაში საბერძნეთის მხრიდან თურქეთის გემებზე განსახორციელებელ მორიგ თავდასხმის დროს შესაბამისად უპასუხებენ.

რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „რია ნოვოსტი“: თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროდან გავრცელებული განცხადების თანახმად ეგეოსის ზღვაში სანამ ორმხრივი შეთანხმება არ იქნება გაფორმებული არავითარ ნაბიჯის გადადგმის უფლებას არ მისცემენ რა, ამის შესახებ ანკარამ, საბერძნეთის საელჩოს აცნობა კიდეც.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო, „DPA“: თურქეთმა განაცხადა, რომ რუსეთიდან შესყიდული S-400- ის ტიპის  საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის მონტაჟი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყება.

იაპონური  ეკონომიკური გაზეთი,  „Nihon Keizai Shimbun“ თურქეთის დაზვერვის სამსახურმა სამი წლის წინ სირიაში დატყვევებული იაპონელი ჟურნალისტი ჯუმპეი იასუდა გაათავისუფლა და ჯერ თურქეთში ჩაიყვანა შემდეგ კი სამშობლოში დააბრუნა.

რადიო რუსეთის ხმა“:  თურქული ნაკადის პროექტის სახმელეთო მონაკვეთის მილების მშენებლობის მეორე ეტაპი თურქეთში,  2019 წელს დაიწყება.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები