უცხოური პრესა 21.09.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 21.09.2018

 

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კრიზისის მოგვარების გარეშე ქვეყნის სომხეთთან საზღვრის გახსნა და ერევანთან დიპლომატიური ურთიერთობების გამოსწორებაზე საუბარიც არ არის.

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო Associated Press: თურქეთმა და რუსეთმა სირიის იდლიბის რეგიონში განიარაღებული რეგიონის შექმნის საკითხზე შეთანხმებას მიაღწიეს.

რუსული ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“: პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთსა და რუსეთს შორის იდლიბში განიარაღებული რეგიონის შექმნის თაობაზე მიღწეული შეთანხმება სირიაში მშვიდობისათვის გადადგმული ნაბიჯია.  

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters: სირიელი ოპოზიციონერები აცხადებენ, რომ თურქეთ-რუსეთს შორის იდლიბის შეთანხმებამ ასადის რეჟიმის მთლინად ქვეყანაზე კონტროლის აღდგენის იმედები მოუსპო.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP: პრეზიდენტი ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ რესპუბლიკაში სამხედროების რაოდენობას გაზრდის.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters: თურქეთი სტამბოლის სრუტის პარალელურად 45 კილომეტრიანი არხის პროექტს „კანალ ისტანბულს“ განახორციელებს და სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყება.  

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP : გაადვილდა თურქეთის მოქალაქეობის მიღება. უცხოელებს უკვე თურქეთში 500 ათასი დოლარის საბანკო ანგარიშის გახსნისა და 500 ათასი დოლარის კაპიტალის დაბანდების შემთხვევაში თურქეთის მოქალაქეობის მიღების მოთხოვნა შეეძლებათ. მანამდე კი 3 მილიონი დოლარის საბანკო ანგარიში და 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია იყო საჭირო.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ათლეტმა რამილ გულიევმა სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ აზერბაიჯანი მისი „ბავშვობა“ თურქეთი კი მისი “სახლია“.

 


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები