უცხოური პრესა 04.05.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 04.05.2018

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „Reuters“: „თურქეთის, რუსეთის და ირანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა  მევლუთ ჩავუშოღლუმ, სერგეი ლავროვმა და ჯევად ზარიფმა 28 აპრილს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შეხვედრა გამართეს შეხვედრის დასრულების შემდეგ თურქმა მინისტრმა აღნიშნა, რომ სირიაში სამხედრო ოპერაციით კრიზისი მოგვარება   უკანონოა და არამდგრადია.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „Fars“: „თურქეთ-უზბეკეთს შორის 24 განსხვავებულ სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა“.

რუსული „Sputnik“-ის  ინტერნეტ საიტი: „თურქეთში ექსპორტი აპრილის თვეში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 13 მილიარდ 549 მილიონი დოლარი შეადგინა“.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო ,,Xinhua”: „თურქეთის ტურისტულმა  შემოსავლებმა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში   ძლიერი ზრდა აჩვენა“.

ამერიკული საერთაშორისო საინფორმაციო ტელე-არხი „CNN“:  „ბერძნულ-რომაული სტილის  ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატში,  მძიმე წონით კატეგორიაში ჩემპიონი  თურქი მოჭიდავე,  რიზა ქაიაალფი გახდა“.

რუსული „Sputnik“-ის  ინტერნეტ საიტი: „თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამხრეთ კორეის ლიდერ,  მუნ ჯე ინისთან გამართული შეხვედრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის  ოთხი შეთანხმება გაფორმდა“.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო „AFP“: „თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) მხრიდან 24 ივნისის არჩევნებისთვის პრეზიდენტის კანდიდატურად იქან წარდგენილი“.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „Ria Novosti“: „თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჰამი აქსოიმ განაცხადა, რომ ანკარა ირანთან მიღწეული ბირთვული შეთანხმების შენარჩუნების მომხრეა, რადგან თეირანმა მასზე დაკისრებული ვალდებულებები  შეასრულა“.

ჩინური ინტერნეტ საინფორმაციო სააგენტო www.163.com: „თურქეთმა ოქროს რეზერვში 564,8 ტონას მიაღწია და იგი ახლა ოქროს ბაზარზე წამყვანი ქვეყნის როლის შეთავსებას იმედოვნებს“.

ამერიკული ჟურნალი „Defense News“: „თურქეთმა ეროვნული წარმოების გრძელ-რადიუსიანი  სახმელეთო რაკეტის დამზადება დაიწყო. თურქეთის ოფიციალური პირები, რაკეტის რადიუსის შესახებ ინფორმაცია არ ავრცელებენ“. 



მსგავსი ინფორმაციები