უცხოური პრესა 19.01.2018

უცხოური პრესა 19.01.2018

უცხოური პრესა 19.01.2018

უცხოური პრესა 19.01.2018

თურქულ ამერიკული ინტერნეტ გვერდი: პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ მომდევნო დღეებში სამხრეთი საზღვრის ტერორისგან გაწმენდის ოპერაცია, რომელიც „ევფრატის ფარით“ დაიწყო აფრინით გაგრძელდება.  

გერმანული DW-ს ინტერნეტ გვერდი: პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაიმ ქალინი, „აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია პკკ-ს სირიის განშტოება PYD/YPG-ს მხარდაჭერა შემაშფოთებელია.

რუსული Sputnik-ის ინტერნეტ გვერდი: „თურქეთმა დაგმო აშშ-ს მიერ სეპარატისტული ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს არმიად გარდაქმნის მცდელობა და განაცხადა, რომ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი მის მიმართ წამოსული ყველა სახის საფრთხის განეიტრალება.  

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: „აფრიკის უდიდესი ტექსტილის ობიექტი თურქეთ-ალჟირის პარტნიორობით გაიხსნა.“

ამერიკული საინფორმაციო არხი CNN: თურქეთში უმუშევრობის დონე 2017 წლის ოქტომბერში წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 1,5 ქულით შემცირდა და 10.3% შეადგინა.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA: „თურქეთს მიმდინარე წელს სურს დაიწყო შავი და მარმარილოს ზღვების დამაკავშირებელი ახალი არხის მშენებლობა.“

ირანული საინფორმაციო სააგენტო İSNA: “თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარე ისმაილ ქაჰრამანი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის პარლამენტების მე-13 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ირანის დედაქალაქ თეირანში გაემგზავრა.“

რადიო „რუსეთის ხმა“: „პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ერაყის პრემიერმინისტრ ჰაიდარ ალ იბადისთან სატელეფონო საუბრის დროს ერაყთან ორმხრივი ურთიერთობების და რეგიონალური საკითხები განიხილა.“

თურქულ ამერიკული ინტერნეტ გვერდი: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ: „აშშ-მა უნდა გამოაჩინოს რომელ მხარეს იჭერს, მოკავშირეებს თუ ტერორისტებს ირჩევს. ჩვენი პოზიცია ამის მიხედვით განსხვავებული იქნება.“

გერმანული DW-ს ინტერნეტ გვერდი: გაერთიანებული შტაბის მეთაურმა, არმიის გენერალმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ როცა საქმე ნატოს ტერორიზმთან ბრძოლას ეხება, ტერორისტულ ჯგუფებს შორის საჭიროა განსხვავება არ მოხდეს.

ფრანგული საინფორმაციო სააგენტო AFP: „პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი 5 თებერვალს პაპი ფრანცისკეს მიწვევით ვატიკანს ეწვევა.“

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP: „პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ნატოს მოკავშირე აშშ-ს მოუწოდა სირიაში 30 ათასიანი საზღვრის დაცვის ძალის შექმნის გეგმის წინააღმდეგ პოზიცია დაიკავოს.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters: „პრეზიდენტმა რ. თ ერდოღანმა განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში ტერორისტების ბუდედ ქცეულ აფრინში ოპერაციას სირიელ ოპოზიციონერებთან ერთად ჩაატარებენ.“

თურქულ ამერიკული ინტერნეტ გვერდი: საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ, „ტერორგანიზაცია PYD/PKK-ს ლიდერობით სირიის ჩრდილოეთში „ საზღვრის უსაფრთხოების ძალის“ შექმნის გეგმა, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.“

რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სირიის ჩრდილოეთში ოპერაცია შესაძლოა გაფართოვდეს.

გერმანული საინფორმაციო სააგენტო DPA: თურქეთსა და გერმანიას შორის კონსულატციები განახლდა.

ინგლისური საინფორმაციო სააგენტო Reuters: თურქეთი სირიიდან წამოსულ ნებისმიერ საფრხეს დაუყოვნებლივ გასცემს პასუხს.

თურქულ ამერიკული ინტერნეტ გვერდი: ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა მინისტრთა საბჭოს შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „თურქეთის მოთმინების ფიალა აივსო. თურქეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გადაიდგას საჭირო ნაბიჯები.“

აზერბაიჯანული საინფორმაციომ სააგენტო Trend: „თურქეთმა და ირანის ცენტრალურმა ბანკმა ვაჭრობაში დიდი ნაბიჯი გადადგა.“

ყირგიზული საინფორმაციო სააგენტოKABAR: „თურქეთმა ბიშკეკში ყირგიზეთ-თურქეთის მეგობრობის საავადმყოფო ააგო. ყირგიზეთის თავდაცვის მინისტრმა ტალანბეკ ბატირალიევმა განაცხადა, რომ საავადმყოფო უზრუნველყოფს ყირგიზი და ცენტრალური აზიის მოსახლეობის თანამედროვე პირობებში მკურნალობას.


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები