უცხოური პრესა 20.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 20.12.2017

 

უცხოური პრესის მიმოხილვას რუსულ საინფორმაციო სააგენტო სპუტნიკში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც რუსული ბუნებრივი გაზის თურქეთზე გავლით ევროპაში ტრანსპორტირება ძალზედ გააძლიერებს თურქეთის როლს და მნიშვნელობას. ამავე ინფორმაციით, თურქული ნაკადის პროექტი იმ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რომ საკმარისად გაზრდის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. “როცა ეს პროექტი ექსპლოატაციაში გადაეცემა, საბერძნეთიც და სხვა ევროპული ქვეყნებიც ძალიან მჭიდრო ენერგეტიკულ ურთიერთთანამშრომლობას დაამყარებენ თურქეთთან, ხოლო ამის პარალელურად ეს პროექტი თურქეთ-ევროკავშირს შორის არსებულ არასტაბილურ პოლიტიკურ ურთიერთობებსაც მოაწესრიგებს“, აღნიშნავს სპუტნიკი

აშშ-ის, CNN-ის საერთაშორისო საინფორმაციო არხი იუწყება, რომ თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირის მახლობლად მდებარეობს მდინარე საქარიის კალაპოტი, რომელიც  ძალზედ ღრმა მტკნარ წყალს შეიცავს და აქედან გამომდინარე ეს ადგილი მტკნარ წყალში მყვინთავებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენს. აქ მრავლად იყრიან თავს როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი სპორტსმენები და საერთაშორისო ტურნირებიც ტარდება. მდინარე საქარიაში სხვა მრავალი სპორტული ღონისძიებაც ტარდება და მათ შორის ამ ახლო ხანებში კანოეს და დრაკონის სპორტული შეჯიბრებებიც დაიწყო“, აცხადებს სიენენი  

“თურქული რიზესპორის და ირანული პერსეპოლისის კლუბები დაძმობილდნენ“, ასეთი სათაურის ინფორმაციას აწვდის ირანული საინფორმაციო სააგენტო ფარსპრესი. ამ ინფორმაციის მიხედვით, თურქეთის ქალაქ რიზეს საფეხბურთო კლუბმა, ჩაიქურ რიზესპორმა და ირანის სუპერლიგაში მოთამაშე პერსეპოლისმა ძმობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. სხვათა შორის, ამ ორი კლუბის ხელმძღვანელებს შორის ადრე უთანხმოება მოხდა და ეს უთანხმოება დიალოგის გზით მოაგვარეს რა, შემდეგ კეთილი ურთიერთობების ამსახველი ნება,  ძმობის ხელშეკრულების გაფორმებით დააგვირგვინეს

აშშ-ის, თურქულ-ამერიკული ვებ-პორტალის ცნობით, ჰოლივუდის ცნობილი კინოვარსკვლავი ჟან კლოდ ვანდამი, თურქეთის ქალაქ იზმითში ჩამოვიდა, სადაც მისი სახელობის ფიტნეს ცენტრის მშენებლობა დაიწყება და აქ პარტნიორობის ხელშეკრულებას გააფორმებს. აქ გავრცელებულ განცხადებაში ვანდამმა თქვა: “ძალიან მომეწონა იზმითიც და ქოჯაელიც, არ ვიცოდი თუ სტამბოლის მახლობლად ასეთი მომაჯადოებელი ადგილები იქნებოდა. მოკლედ, ძალზედ ბედნიერი ვარ თურქეთში ყოფნით. ძალიან მიყვარს სპორტი. მე ყოველთვის მინდოდა ლამაზი ფიტნეს ცენტრების სისტემა მთელ მსოფლიოში გამევრცელებინა. ეს არის გლობალური პროექტი და ამის პირველი მაგალითი იზმითში დაარსდება", განაცხადა ვანდამმა. ამავე პორტალის ინფორმაციით, ჰოლივუდის მსახიობი სპორტულ ცენტრებს გახსნის ასევე სტამბოლში, იზმირსა და ანკარაში

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , მოკლე , პრესა , უცხოური

მსგავსი ინფორმაციები