უცხოური პრესა 13.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური  პრესა 13.12.2017

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „REUTERS“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ იმ ქვეყანაში, სადაც მაღალი საპროცენტო განაკვეთია, ინფლაციის შემცირება შეუძლებელია. მან ამის შესახებ ანკარაში ერთ-ერთ პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „მე კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთის წინააღმდეგი ვარ. ვინაიდან, იმ ქვეყანაში სადაც მაღალი საპროცენტო განაკვეთია, ინფლაციის შემცირება შეუძლებელია,“ ნათქვამია ერდოღანის განცხადებაში.

რუსული საინფორმაციო გვერდის „SPUTNİK“-ის თანახმად, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშღლუმ ერთ-ერთ კერძო ტელევიზიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სირიის ქალაქ აფრინიდან, რომელსაც  სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია PKK-ს სირიის ფრთა PYD/YPG აკონტროლებს, თურქეთის მიმართულებით თუ რაიმე სახის თავდასხმა განხორციელდება, ტექნიკური დაგეგმარების დასრულების შემდეგ მოულოდნელ ოპერაციას განახორციელებენ.

ირანული ინტერნეტ გვერდი „IRIB“-ის მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აზიისა და წყნარი ოკეანის საკითხებში,   იბრაჰიმ რაჰიმპურიმ განაცხადა, რომ ირანის პრეზიდენტ, ჰასან როჰანის და თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ბოლო დროს შეხვედრების გახშირებით კმაყოფილები არიან. იბრაჰიმ რაჰიმპურიმ სტამბოლში დღეს გასამართი ისლამური თანამშრომლობის სამიტის შესახებ ისაუბრა და მის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

ფრანგული საერთაშორისო საინფორმაციო ტელეარხი „Euronews“-ი იუწყება, რომ აშშ-ს პრეზიდენტის მხრიდან იერუსალიმის, ისრაელის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ, თურქეთის მთელ ქალაქებში საპროტესტო აქციები გრძელდება. ამ აქციას გუშინ, სტამბოლის ტაქსისტებმა შეუერთდნენ. ტაქსისტებმა სტამბოლში, ამერიკის საკონსულოს წინ შეიკრიბნენ რა, ტაქსის მძღოლების ასოციაციის კავშირის პრეზიდენტმა,  ჰუსეინ დუმენიმ განაცხადა, რომ მათ, ამერიკული და ისრაელური პროდუქციის წინააღმდეგ ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღეს.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები