უცხოური პრესა 06.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

862302
უცხოური პრესა 06.12.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ინგლისური საინფორმაციო სააგენტო REUTERS-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ იერუსალიმის ოფიციალურად ისრაელის დედაქალაქად აღიარების შემთხვევაში, საქმე შესაძლოა თურქეთის ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობების შეწყვეტამდე მივიდეს და ამგვარი ქმედება მუსლიმებისთვის „წითელ ხაზს“ წარმოადგენს. ერდოღანმა ასევე განაცხადა: „პატივცემულო ტრამპო, მაშინ, როდესაც პალესტინის საზოგადოების იარებიდან ისევ სისხლი მოდის, ისრაელის მხარდაჭერის ხასიათის ამგვარი გადაწყვეტილების მიღება, საერთაშორისო სამართლის დარღვევაა. ეს ვითარება შესაძლოა თურქეთის ისრაელთან ურთიერთობების გაფუჭებამდე მივიდეს. აშშ-ს ვაფრთხილებ, ამგვარი ნაბიჯი, რომელიც რეგიონში პრობლემებს კიდე უფრო გაღრმავებს, არ გადადგას.“

ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრ“-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იერუსალიმში გადატანის შესაძლებლობა შემაშფოთებელია. „ტვიტერი“-თ გაკეთებულ განცხადებაში ქალინი ასევე წერს: „აშშ-ს საელჩოს იერუსალიმში გადატანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები შემაშფოთებელია. ეს სრულიად ეწინააღმდეგება იერუსალიმის რელიგიურ და ისტორიულ იდენტობას, საერთაშორისო ხელშეკრულებებსა და გაეროს რეზოლუციებს. მაშინ,  როდესაც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა ძალზედ მყიფეა, საელჩოს გადატანა, დაამარცხებს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესს და რეგიონში ახალ დაძაბულობებსა და კონფლიქტებს გამოიწვევს. ვიმედოვნებთ, რომ აშშ ამგვარ მომაკვდინებელ შეცდომას არ დაუშვებს.“

რადიო „რუსეთის ხმა“ იტყობინება, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში იმყოფება. იგი კოლეგა რექს ტილერსონს შეხვდება. ამ შეხვედრაზე განხილული იქნება აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება YPG-სთვის იარაღის მიცემის თაობაზე დაპირება, პენტაგონის კი YPG-სთვის იარაღის მიცემის პროცესი. ჩავუშოღლუ კიდევ ერთ შეხვედრას ბერძენ კოლეგა ნიკოს კოძიასთან გამართავს.

და ბოლოს, რადიო ამერიკის ხმის ინტერნეტ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტში მერვე ყოველწლიური თურქეთის კონფერენცია გაიმართა. აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში თანაშემწის მოადგილემ ჯონათან კოჰენმა კონფერენციაზე „რუსეთსა და დასავლეთს შორის თურქეთი“ სახელწოდების პანელზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები ყოველთვის სტრუქტურულად ღრმა არის და მათ შორის არსებული ინტენსიური დიალოგისა და დიპლომატიის გაგრძელება ძალზედ მნიშვნელოვანია. კოჰენის განცხადებით, ნატოში თურქეთს სიდიდით მეორე არმია ჰყავს. მან პანელზე აღნიშნა, რომ სირიელი დევნილების შეფარებისთვის თურქეთის მთავრობა და ხალხი ყოველგვარ შექებას იმსახურებს.   


საკვანძო სიტყვები: #უცხოური პრესა , #მიმოხილვა

მსგავსი ინფორმაციები