უცხოური პრესა 29.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 29.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკულ ვებპორტალ Turkish American-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი პარასკევს ტელეფონით დაუკავშირდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და მათ შორის სატელეფონო საუბარი ამ კვირაში შესაძლოა ისევ განმეორდეს. პრეზიდენტმა და სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალურმა მდივანმა, რეჯებ თაიპ ერდოღანმა, პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ტრამპს, რომელმაც პარასკევს გამართული საუბრისას სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK-ს სირიის განშტოება PYD/YPG-სთვის იარაღით დახმარებით შეცდომის დაშვება აღიარა, ამ კვირაში შესაძლოა კიდევ ერთხელ ესაუბროს.  

ირანული საინფორმაციო სააგენტო „ირნა“-ს თანახმად, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ნურეთინ ჯანიქლიმ განაცხადა, რომ ანკარა სირიის ტერიტორიაზე 12 საკონტროლო პუნქტის შექმნას გეგმავს. ჯანიქლიმ ინგლისში პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნა: „დღემდე სირიის ტერიტორიაზე, იდლიბში მხოლოდ სამი საკონტროლო და სადამკვირვებლო პუნქტი გაკეთდა. ასტანას მოლაპარაკებებზე მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ამ პუნქტების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.“

რუსული საინფორმაციო ვებგვერდის „სპუტნიკი“-ს თანახმად, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) თურქეთის ეკონომიკური ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი 2017 წლისათვის 3,4%-დან 6,1%-მდე, 2018 წლისათვის 3,5%-დან 4,9%-მდე გაზარდა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ გლობალური ეკონომიკური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც OECD-მ 2019 წლისათვის თურქეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზად 4,7% დაასახელა.  

ამერიკული საინფორმაციო არხის CNN-ს ცნობით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში 19 წლის აუტიზმით დაავადებულმა თურქმა გოგონამ ბერილ ზორლუმ საფორტეპიანო კონცერტი გამართა. „მუსიკა და დაუბრკოლებელი მოგზაურობის“ სახელწოდების საფორტეპიანო კონცერტზე ზორლუმ მსოფლიოში ცნობილი უცხოელი კომპოზიტორების ნაწარმოებებთან ერთად თურქული ნაწარმოებებიც შეასრულა. ბერილ ზორლუმ მაყურებლებისგან დიდი აპლოდისმენტები მიიღო და კონცერტის ბოლოს მასთან ერთად დაუკრა იზმირის აუტიზმით დაავადებულთა ორკესტრმა და გუნდმა.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები