უცხოური პრესა 08.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

უცხოური პრესა 08.11.2017

უცხოური პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ ამერიკულ ვებპორტალზე Turkish Amerikan გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრემიერმა ბინალი ილდირიმმა, აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში გამგზავრებამდე ანკარის ესენბოღას აეროპორტში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკასთან სავიზო მიმართვების შეზღუდულად დაწყებასთან დაკავშირებით განაცხადა: „ამერიკისათვის გარანტიის მიცემის ან მათ მიერ ჩვენთვის გარანტის მიცემის მოთხოვნის მსგავსი მოლაპარაკებები სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს არ შეესაბამება.“  

საერთაშორისო საინფორმაციო არხ Euronews-ის თანახმად, თურქეთის საავიაციო და კოსმოსური მრეწველობის სააქციო საზოგადოება (TUSAŞ/TAI) წარმოებული საჰაერო პლატფორმებით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების კავშირის (ASEAN) მიმწოდებლებს შორის მოხვედრას ცდილობს. TAI, ტაილანდის თავდაცვისა და უსაფრთხოების გამოფენის მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებთან და მიმწოდებელ ორგანოებთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ტაილანდს მოიერიშე ვერტმფრენებთან დაკავშირებით წინადადება წარუდგინეს. კომპანიის დელეგაცია მომდევნო დღეებში ტაილანდში გაემგზავრება და ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. მალაიზია კი ანკათია დაინტერესებული. TAI-მ ამ საკითხზე წინადადება მალაიზიელ უფლებამოსილებს გააცნო და შედეგებს ელოდება. ASEAN-ის ქვეყნების გარდა სამხრეთ აზიის ქვეყანა ბანგლადეში კი ანკათი, შეიარაღებული და შეუიარაღებული ჰურქუშით და მოიერიშე ვერტმფრენით არის დაინტერესებული. TAI-მ სპარსეთის ყურის ქვეყნების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და 12-16 ნოემბერს დუბაის Airshow-ში მიიღებს მონაწილოებას.

ამერიკული საინფორმაციო არხ CNN-ს ცნობით, თურქეთის ქალაქ დენიზლელმა, დაუნის სინდრომის მქონე სპორტსმენმა მუჰამედ თუღრალ შაჰინმა, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში DSISO ევროპის ღია ჩემპიონატზე ცურვაში 200 მეტრზე ბატერფლაის სტილში ევროპის რეკორდი დაამყარა და 4 წუთი 41 წამითა და წამის 11 მეასედით პირველობა მოიპოვა.  

და ბოლოს, ასევე საინფორმაციო არხ CNN-ს თანახმად, თურქეთი ჭადრაკში წინ მყარი ნაბიჯებით მიიწევს. თურქეთმა, რომელმაც მსოფლიო ჭადრაკის ავტორიტეტების ნდობა მოიპოვა, ამ სახეობაში არა მხოლოდ სპორტული წარმატება, არამედ ღონისძიების ორგანიზების კუთხითაც წარმატებას მიაღწია. ოქტომბერში ანტალიაში ჩატარებულმა ევროპის კლუბების თასის ღონისძიების წარმატებამ ავტორიტეტების მხრიდან მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის ევროპის ქალთა ჩემპიონატი ჭადრაკში და 2020 წლის ევროპის ასაკობრივი ჯგუფების ჩემპიონატი თურქეთის მასპინძლობით გაიმართება.   


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები